ავიაკომპანია „Ellinair“ თბილისის მიმართულებით ფრენებს სალონიკიდან და ჰერაკლიონიდან შეასრულებს

სამშაბათი, 18 აპრილი, 2017 - 16:21

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბერძნული ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლებს ჰერაკლიონი-თბილისი- ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს. ასევე ავიაკომპანია განაახლებს ოპერირებას სალონიკი-თბილისი- სალონიკის მიმართულებით.

სალონიკსა და თბილისს შორის რეგულარული რეისები 18 მაისიდან 14 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება, ხოლო ჰერაკლიონსა (კუნძული კრეტა) და თბილისს შორის ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან 14 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.

ფრენები Boeing B737, Airbus A319, Airbus A320 და Avro RJ85 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ზემოთაღნიშნულ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა 13 აპრილს მიენიჭა.

„Ellinair“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია მგზავრებს ბერძნული საკურორტო ქალაქების მიმართულებით დაბალ ტარიფიან სეზონურ ფრენებს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43