ერდოღანი ეუთოს დამკვირვებლებს ურჩევს, საკუთარი ადგილი იცოდნენ

ორშაბათი, 17 აპრილი, 2017 - 23:23

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანკარა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს არ გაითვალისწინებს და  ეუთოს დამკვირვებლებს ურჩია, საკუთარი ადგილი იცოდნენ, -  იუწყება Associated Press.

 "პირველ რიგში, უნდა იცოდეთ თქვენი ადგილი.  ჩვენ არ მოვუსმენთ და არ გავითვალისწინებთ  თქვენს პოლიტიკურად მოტივირებულ რეკომენდაციებს", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა და ასევე უარყო ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების  კრიტიკა, რომ ხმის მიცემა, ასე თუ ისე, "ყველაზე დემოკრატიული" დასავლურ ქვეყნებში იყო. 

მანამდე, თურქეთში რეფერენდუმის შესახებ ეუთოს მისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ რეფერენდუმის მიმდინარეობა  არ შეესაბამებოდა საერთაშორისო და ევროპის საბჭოს სტანდარტებს.

თურქეთში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და საპრეზიდენტო მმართველობის გაძლიერების შესახებ გამართულ რეფერენდუმზე ერდოღანის უფლებამოსილების გაძლიერებას მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43