ანგელა მერკელმა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებს ვლადიმერ პუტინის დოსიე გადასცა

ორშაბათი, 17 აპრილი, 2017 - 20:48

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებს, გერმანიასა და ევროპაში ტერორისტული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის  სანაცვლოდ,  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის  დოსიე გადასცა, - იუწყება Focus-ი.

როგორც გამოცემა წერს, რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიის კანცლერი მინიმუმ ორჯერ შეხვდა ბრიტანეთის დაზვერვის აგენტებს, ბოლო შეხვედრა  2015 წლის ოქტომბერში შედგა. შეხვედრა გრიფით  "საიდუმლო"  დიდი ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის დევიდ კამერონის რეზიდენციაში,  ლონდონიდან 60 კილომეტრში გაიმართა. მოლაპარაკებებს  ესწრებოდნენ  ბრიტანეთის დაზვერვის MI5-ის ხელმძღვანელი ენდრიუ პარკერი, საგარეო დაზვერვის MI6-ის ხელმძღვანელი ალექს იანგერი და  კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ ჰანიგანი.

შეხვედრაზე ტერორისტული საფრთხეების ინფორმაციის სანაცვლოდ, მერკელმა  ბრიტანულ დაზვერვას პუტინის დოსიე, ასევე, "ოკუპირებული" ყირიმის შესახებ  გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებული ანალიზი გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5