ისლამურმა სახელმწიფომ და ალ-ქაიდამ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

ორშაბათი, 17 აპრილი, 2017 - 22:02

ტერორისტული ორგანიზაციები "ისლამური სახელმწიფო" და "ალ-ქაიდა" მოლაპარაკებებს იწყებენ გაერთიანების თაობაზე, - აცხადებს Reuters-სთან ერაყის  ვიცე-პრეზიდენტი აიად ალავი.

"მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია მას აწარმოებენ ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას ლიდერები ალ-ბაღდადი და  ალ-ზავაჰირი.

ალავის თქმით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა ტერორისტებს იმ გარემოებამ აიძულა, რაც ერაყის არმია ახლოსაა მოსულის ასაღებად.

 "ისლამური სახელმწიფო" "ალ ქაიდას", როგორც ცალკე ჯგუფი,  2014 წელს გამოეყო. მათ შორის დაპირისპირება ახალმა კადრებმა და  დაფინანსებამ გამოიწვია. 2014 წლის თებერვალში "ალ-ქაიდას" შტაბმა განაცხადა, რომ ემიჯნება ისლამურ სახელმწიფოს და  ამ ორგანიზაციის ქმედებებზე  პასუხისმგებლობას იხსნის", - აცხადებს ალავი. .

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46