ომი მაშინ დაიწყება, თუ ამერიკა უგუნურობას გამოიჩენს და სამხედრო ძალას გამოიყენებს - ხან სონგ-რელი

ორშაბათი, 17 აპრილი, 2017 - 20:44

ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს რაკეტების გამოცდას, მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და აშშ-სთან დაძაბულობის გაზრდის ფონზე, -  აცხადებს  BBC-სთან ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხან სონგ-რელი.

"ჩვენ განვახორციელებთ უფრო მეტი რაკეტების გამოცდას, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად", - განაცხადა ხან სონგ-რელმა გამოცემასთან  ინტერვიუში.

სონგ-რელის განცხადებით,  ომი იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ შეერთებული შტატები უგუნურობას გამოიჩენს და სამხედრო საშუალებებს გამოიყენებს.

მანამდე, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ვაშინგტონმა "სტრატეგიული მოთმინების ერა" დაასრულა. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43