ჩრდილოეთ კორეასთან "სტრატეგიული მოთმინების ერა" დასრულდა - მაიკლ პენსი

ორშაბათი, 17 აპრილი, 2017 - 16:26

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის განცხადებით,  "სტრატეგიული მოთმინების ერა" ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო  ბირთვულ პოლიტიკასთან დაკავშირებით  დასრულდა.

ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს ნებისმიერ შესაძლო ვარიანტებს  პრობლემის მოგვარებისთვის.

"იყო პერიოდი, სტრატეგიული მოთმინების, მაგრამ ეს ეპოქა დასრულდა", - განაცხადა პენსიმ.და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სიტუაციის მოგვარებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, თუმცა, ასევე  ვაშინგტონი მზად არის  ნებისმიერი მოვლენების განვითარებისთვის და პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს მოკავშირეს - სამხრეთ კორეას.

"ჩვენ არაფერს არ გამოვრიცხავთ და კვლავაც მხარში ამოვუდგებით სამხრეთ კორეას, - განაცხადა პენსმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, გაეროს სამეთაურო პუნქტ  Boniface-ში, ვიზიტისას.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43