აფხაზეთში მშვიდობას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და ქართული ავტოკეფალიური ეკლესია - ირაკლი ღლონტი

ორშაბათი, 17 აპრილი, 2017 - 12:55

პარტია ,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III-ის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სამღვდელობის მიღებას და აფხაზეთის, როგორც ქვეყნის დალოცვას ეხმაურება.

,,ვფიქრობ, საქართველოს საპატრიარქომ საკადრისი პასუხი უნდა გასცეს იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე III-ის ქმედებას. დარწმუნებული ვარ, იგი საქმის კურსშია აფხაზეთთან მიმდინარე პროცესების შესახებ და მას უნდა გაეთვალისწინებია, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედის და არსად ბუნებაში არ არსებობს ქვეყანა აფხაზეთი. ყველამ, მათ შორის პატრიარქმა თეოფილემ უნდა იცოდეს, რომ მისი ლოცვა აფხაზეთში მშვიდობის უზრუნველსაყოფად უშედეგოა, იქამდე, ვიდრე აფხაზეთში მოქმედებს სეპარატიზმი და მათ უკან დგას ოკუპანტი რუსეთი ! მშვიდობას და სტაბილურობას აფხაზეთში და ცხინვალში უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და ქართული ავტოკეფალიური ეკლესია",  - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39