კახა კახიშვილმა მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

, 16 აპრილი, 2017 - 14:53

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე წმ.ნიკოლიზის სახელობის ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანა და მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

სააღდგომო ლიტურგიას 200-მდე მსჯავრდებულთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი დაესწრენენ, მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცეს და სააღდგომო ტკბილეული გადასცეს.

კახა კახიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილებსა და სრულიად საქართველოს მიულოცა.

„გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს. სააღდგომო ლიტურგია პენიტენციურ დაწესებულებებში მდებარე ტაძრებშიც აღევლინება და თქვენ ხედავთ როგორი ამაღლებული განწყობაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა მინისტრმა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოწმუნეთათვის.

„ჩვენთვის დიდი მადლია მსჯავრდებულებთან ერთად, მათი ძალისხმევით აშენებულ ტაძარში, სააღდგომო ღვთისმსახურებას დავსწრებოდით. ყველას გილოცავთ ამ დღეს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41