გიორგი თევზაძე სომხურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვამდე, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველების ეთნოწმენდა და გენოციდი ეღიარებინათ

, 16 აპრილი, 2017 - 14:45

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა საქართველოში მომქმედი სომხური ორგანიზაციების მიმართვა-მოწოდებას, რომლებმაც უკვე რამდენჯერმე მიმართეს საქართველოს პარლამეტს და პრემიერ-მინისტრს და სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდეს,

გიორგი თევზაძე მოუწოდებს მიმართვის ინიციატორებს, სანამ ასეთ მიმართვა-მოწოდებას გააკეთებდნენ საქართველოს ხელისუფლების მისამართით, მანამდე ალბათ მართებული იქნება, ჯერ მათ სომხეთის პარლამენტისა და პრეზიდენტისათვის მიემართათ და მოეწოდებინა მათთვის, ჯერ რუსეთის მიერ ქართველი ერის მიმართ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განხორციელებული ეთნოწმენდისა და გენოციდის აღიარებისკენ. რადგანაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განხორციელდა რუსეთის მიერ ქართველი ერის მიმართ ვანდალურ სისატიკე, ამასთანავე, მისასალმებელი იქნება, თუ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიკოსები სრულყოფილად ობიექტურად და ისტორიულ რეალურ წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლიან, როგორც 1915 წლს თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ფაქტების გამომწვევი მიზეზებს, ასევე 1992 წლის აფხაზეთში და შემდგომ სამაჩაბლოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და აცნობებენ მას საერთაშორისო საზოგადოებას,. რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47