ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს

, 16 აპრილი, 2017 - 13:53

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს.

საზეიმო ლიტურგია ქართული ქვედანაყოფების კაპელანებმა, მამა დავითმა და მამა ზაზამ აღავლინეს.

სააღდგომო ღვთისმსახურებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე და III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონების პირად შემადგენლობასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვასასხვა ეროვნების მარლთმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

სააღდგომო მზადება ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა კაპელანებთან ერთად წითელ პარასკევს დაიწყეს. მათ კვერცხები წითლად შეღებეს და საქართველოდან ჩატანილი ნაძვის და ბზის ნერგები წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს ტერიტორიაზე დარგეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46