თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას სამხედროებთან ერთად დაესწრო

, 16 აპრილი, 2017 - 11:43

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ სააღდგომო ლიტურგია აღავლინა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამხედრო მოსამსახურეებთან და ტაძრის მრევლთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს, სრულიად საქართველოს, ქართულ ჯარს და საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს მიულოცა.

სააღდგომო მსახურებაზე მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე იმყოფებოდნენ. 

შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურება ჩაატარა და ღვთისმსახურების დასასრულს ეკლესიაში შეკრებილ უწყების ხელმძღვანელებსა და მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4