გიორგი მღებრიშვილი აღდგომის დღესასწაულს პოლიციელებთან და ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა

, 16 აპრილი, 2017 - 11:39

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სააღდგომო ლიტურგიას შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ოჯახთან ერთად დაესწრო.

შს მინისტრთან ერთად, ლიტურგიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პოლიციელები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ინიციატივით და მხარდაჭერით, 2016 წელს აშენდა. შსს-ს თანამშრომლები, მატერიალური შემოწირულობის გარდა, ეკლესიის მშენებლობაში თავადაც მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44