ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს პატრიარქის სააღდგომოდ საჩუქრები გადაეცათ

, 16 აპრილი, 2017 - 11:32

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლებმა N5 ქალთა დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს კურთხევით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სააღდგომო პასკა, კვერცხი, სანთლები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო პასკა, კვერცხი, სანთელები და სხვადასხვა ტკბილეული გადასცა. სააღდგომო საჩუქრები ასევე, მიიღეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირებმაც.

ბრალდებულებმაა და მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს სააღდგომო საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41