პლანეტის უხუცესი ადამიანი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

შაბათი, 15 აპრილი, 2017 - 16:25

პლანეტის უხუცესი ადამიანი, იტალიელი ემა მორანო  117 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის  1899 წლის  29 ნოემბერს დაიბადა და დედამიწაზე ბოლო ადამიანი იყო, რომელიც  XIX საუკუნეში იყო დაბადებული.

მორანო ამბობდა, რომ მის ხანდაზმულობას  გენეტიკურ მახასიათებლებთან ერთად, დიეტაც განაპირობებდა - ის დღეში  სამკვერცხს ჭამდა, მათგან ორი უმი იყო.

ემა მორანოს შვიდი და-ძმა ჰყავდა და ყველა ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

იტალიელი ქალბატონი პლანეტის უხუცესი ადამიანი მას შემდეგ გახდა, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ, ნიუ-იორკში 116 წლის ასაკში, 1899 წელს დაბადებული სიუზანა მუშათ ჯონსი გარდაიცვალა.

მორანოს გარდაცვალების შემდეგ, პლანეტის უხუცესი ადამიანი იამაიკელი, 1900 წელს დაბადებული ვაილეტ ბრაუნი გახდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43