დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგში, საქართველომ 136 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა

შაბათი, 15 აპრილი, 2017 - 13:47

გავლენიანმა შვეიცარულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველომ, ქვეყნებს შორის, დაცულობისა და უსაფრთხოების კუთხით, 29-ე ადგილი დაიკავა.

ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ეს ქვეყნისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. 2011 წელს საქართველო 47-ე ადგილს იკავებდა. წინა, 2015 წლის ანგარიშთან შედარებით კი, მან პოზიცია სამი პუნქტით გაიუმჯობესა და 32-დან 29-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგს ქვეყნებში სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ადგენს, მათ შორისაა, ბიზნესზე კრიმინალისა და ძალადობის გავლენის ინდექსი. აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველო ამჯერად 23-ე ადგილს იკავებს. 2011 წელს იგი 41-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2015 წელს კი - 29-ე ადგილზე.

შვეიცარული არასამთვრობო ორგანიზაცია - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (The World Economic Forum (WEF) - ქალაქ დავოსში, ყოველწლიურად, უმსხვილესი ბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების, სხვადასხვა პროფილის მქონე ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით, შეხვედრებს მართავს. ფორუმის მონაწილეები მსოფლიოში არსებულ პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ და ბიზნესის განვითარების, უსაფრთხოებისა და ტურიზმის კუთხით, ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ.

შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშს მოგზაურობისა და ტურიზმის შესახებ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს და მასში 136 ქვეყნის რეიტინგია მოცემული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39