14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

პარასკევი, 14 აპრილი, 2017 - 12:40

1978 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით "დედა ენის ბაღში" ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიება იმართება. 

39 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და სახელმწიფო ენად რუსული გამოეცხადებინა.  შესაბამისი კანონი კონსტიტუციაში სწორედ 14 აპრილს უნდა შესულიყო.

 ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგადაც, გარდაუვალი გახდა შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსის შენარჩუნების ნებართვა მიიღეს. საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა უარყოფილი იქნა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42