თელავში, გორსა და ახალციხეში თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებას აპროტესტებენ

ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2017 - 19:15

საქართველოს სამ თვითმმართველ ქალაქში - თელავში, გორსა და ახალციხეში მათი ქალაქებისთვის თვითმმართველობის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივას აპროტესტებენ.

შეხვედრებს, რომელიც დღეს თელავში, გორში, ახალციხესა და რუსთავში გაიმართა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მსჯელობდნენ, თუ რას მოუტანს ამ ქალაქებს თვითმმართველი სტატუსის გაუქმება.

ქალაქებში თანხმდებიან, რომ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მათი განვითარება შეფერხდება, ვინაიდან ქალაქს აღარ ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რაც ადგილებზე პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და საბოლოო ჯამში ქალაქების ურბანულ განვითარებას შეაფერხებს.

ადგილობრივი ხელისუფლებაც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ცენტრალურ ხელისუფლებას თვითმმართველობებში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. კერძოდ, იმას, რომ დროულად განხორციელდეს ფისკალური დეცენტრალიზაცია, გაიმიჯნოს ქონება და თვითმმართველობებს საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობა მიეცეთ.

დღეს გამართული შეხვედრებისას ითქვა, რომ თვითმმართველი ქალაქები არათუ უნდა გაუქმდეს, არამედ მათი რიცხვი უნდა გაიზარდოს. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თვითმმართველობების განვითარებას შეაფერხებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46