ჰურგადადან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია „Air Cairo“ ფრენის სიხშირეს ზრდის

ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2017 - 17:28

 ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისი- ჰურგადა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.

ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირებას ეტაპობრივად გაზრდის. კერძოდ, 8 მაისიდან, არსებულ 2 სიხშირეს დაემატება 1 და რეისები ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. 23 ივნისიდან ჰურგადადან თბილისის მიმართულებით ფრენებს „Air Cairo“ პარასკევობითაც შეასრულებს, ხოლო 5 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე ოპერირება კვირაში ხუთჯერ განხორციელდება (დაემატება ოთხშაბათი). ავიარეისები Airbus A320-ისა და Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია „Air Cairo“-ს დამატებითი სიხშირეებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2017 წლის აპრილის მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45