სამუშაო ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2017 - 16:51

"სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“ სამუშაო ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამუშაო ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა 2017 წლის 12 აპრილს ჭიათურის გამამდიდრებელ კომბინატ ცოფ-1- ში  ზეინკალი მესამე სართულის კიბიდან ჩამოვარდა და პირველ სართულზე დაცემისას გარდაიცვალა. ეს კიდევ ერთი ფატალური შემთხვევაა, რომელიც საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მიუთითებს.

2016 წელს საქართველოში სამუშაო ადგილებზე 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არასამთავრობო სექტორი რამოდენიმე წელია მოითხოვს, აღდგეს 2006 წელს გაუქმებული შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება უფლებამოსილი, რომ არა მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს დამსაქმებლებისათვის, არამედ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიებს კონკრეტული სანქციები დააკისროს.

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველო იღებს ვალდებულებას შექმნას შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისი შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა. გასათვალისწინებელია ისიც რომ რომ საქართველოში შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად სახელმწიფოს, ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების თანახმად, კონკრეტული ვადები აქვს დაწესებული და ეს ვადა 2019 წელს იწურება. სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაუყოვნებლივ შექმნას მინიმალური მექაზმები ამის უზრუნველსაყოფად, შრომის ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების სახით", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43