ელისო კილაძე და ალეკო ელისაშვილი თუ არ უარყოფენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, ეკა ბესელია სხვა მექანიზმებს მიმართავს

ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2017 - 15:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ ორ გადაწყვეტილებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, ალექსანდრე ელისაშვილს და ელისო კილაძეს დაევალათ ეკა ბესელიას შესახებ ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანის“ ეთერით და ასევე, დაეკისრათ ეკა ბესელია სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება.

ეკა ბესელიას შეფასებით, ორივე გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტული გადაწყვეტილებაა ქვეყანაში ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვის კუთხით სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით.

„სასამართლომ ორივე შემთხვევაში მიიღო სრულიად სამართლიანი, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილება. ეს იყო ცნობილი, გახმაურებული საქმე, რომლის დროსაც მიზანმიმართულად, წინასწარ დაგეგმილი, ძალიან კარგად გააზრებული განზრახვით, ცილისმწამებლური განცხადებებით ხელყოფილი იქნა ჩემი და ქალბატონ მანანა კობახიძის პატივი და ღირსება. მე როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც მაქვს მაღალი თმენის ვალდებულება, ჩავთვალე, რომ ეს იყო ის დაუშვებელი ზღვარი, რომელიც ცდება გამოხატვის თავისუფლებას, თმენის ვალდებულებას და პირდაპირ შეიცავდა ისეთ ფაქტებს, რომელიც აშკარად ხელყოფდა ადამიანის პატივსა და ღირსებას“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებებში პირდაპირ დაავალა ალექსანდრე ელისაშვილს და ელისო კილაძეს, რომ იმავე ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უარყონ თავისივე განცხადებები.

„მათ დაეკისრათ ფინანსური ჯარიმა, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ეს თანხა ავტომატურად გადაირიცხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში“,- აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გამოძიებით არც ერთი ფაქტი და არც ერთი ინფორმაცია, რომელსაც ალექსანდრე ელისაშვილი და ელისო კილაძე აცხადებდნენ, არ დადასტურდა.

„ორივე გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ორივე გახლავთ ცილისმწამებელი. ამ თემაზე ნებისმიერი სპეკულაცია და ნებსიმიერი კითხვები უნდა დასრულდეს. გასაჩივრების შემთხვევაში, რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, იმდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ჩვენი მოქმედებები. ჩემი ღირსებისთვის ძალიან ღირებულია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი ფაქიზი ფაქტებით არავის ჰქონდეს მანიპულაციის უფლება. საქმე ეხებოდა პატიმრების თემას. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იგი არ აპირებს პროცესის შეწყვეტას გადაწყვეტილებების აღსრულებამდე.

„თუ ისინი არ უარყოფენ ცილისმწამებლურ განცხადებებს „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „სისხლის სამართლის კოდექსში“ არსებობს ასეთი მუხლი - სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. მე ყველა ეტაპს გავივლი და რა თქმა უნდა, შემდეგ ამ მექანიზმსაც მივმართავ“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ბრიფინგში მონაწილეობდა ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძე, რომელიც წარმოადგენდა ეკა ბესელიას ინტერესებს სასამართლოში ორივე საქმეზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39