ეკა ბესელიას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ალეკო ელისაშვილის შემდეგ, ელისო კილაძეც დაჯარიმდა

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 - 18:22

„ქრონიკა+“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს  საქალაქო სასამართლომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა დააკისრა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის ინტერვიუების მიცემისას, ელისო კილაძემ ეკა ბესელიას მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, კერძოდ, პატიმრებისგან, მათ შორის - ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირებისგან, პოლიტპატიმრების სიაში შესაყვანად, ასევე მათი შეწყალებისთვის, გარკვეული გასამრჯელოს მიღების შესახებ. სხვა სადავო გამონათქვამები, სიტყვები, რაც იმავე პერიოდში რამდენიმე ტელეეთერის მეშვეობით გაავრცელა ელისო კილაძემ, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც მოპასუხის აზრი, შეხედულება და არა - როგორც ცილისმწამებლური განცხადება.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე ელისო კილაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში - „კურიერი 3 საათზე“, ამ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება დაევალა. მასვე, ეკა ბესელიას სასარგებლოდ, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა დაეკისრა (ნაცვლად მოსარჩელის მიერ მითითებული - 20 500 ლარისა)", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 

სამი კვირის წინ, ასევე ეკა ბესელიას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც  ეკა ბესელია პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ, ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46