ჯანდაცვის სამინისტრო „სააფთიაქო ნარკომანიის“ აღმოფხვრას ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტების დაწესებით შეეცდება

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 - 13:06

 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი. საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა.

კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე. კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას.

ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ, ამ მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. შიდა კვოტების განსაზღვრა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების უფლებამოსილება და დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გვაბოლებენ: "გახსოვდეთ, ძალა ევროპაშიაო!" , ბავშვობიდან კი ოჯახსა და სკოლაში მასწავლიდნენ: ძალა ერთობაშიაო - ქეთი სესიაშვილი ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41