ბუნებრივი აირის ტარიფის 68 თეთრამდე გაზრდას ენერგეტიკის სამინისტრო უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებს

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 - 12:58

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო "გასკო პლიუსის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით   განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის "გასკო პლიუსის" მიერ იქნა მიღებული - სენაკის მუნიციპალიტეტში , ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა. ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში. ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი - სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.

სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყევტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს"მ, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43