თეთრი სახლი რუსეთს იდლიბში მომხდარი ქიმიური თავდასხმის დამალვაში ადანაშაულებს

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 - 13:31

რუსეთის ხელისუფლება  ჩართული იყო   სირიის პროვინცია იდლიბში მომხდარი ქიმიური თავდასხმის დამალვაში, - ნათქვამია თეთრი სახლის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს დაზვერვისა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით,  სირიის სამთავრობო ჯარმა თავისი თანამემამულეები დაბომბეს.

თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ რუსეთი და სირია ცდილობენ, დეზინფორმაციული კამპანიის გზით,  მსოფლიო თანამეგობრობა შეცდომაში შეიყვანონ.  მოსკოვი ავრცელებს "მრავალ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რათა დააბნიოს საერთაშორისო თანამეგობრობა", -  ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ნაწილი რუსეთის მონაცემების  უარყოფას ეძღვნება, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა იდლიბში "ტერორისტების"  საბრძოლო მასალის საწყობი დაბომბეს, თუმცა იქვე წარმოდგენილია თანამგზავრიდან მოწოდებული   ვიდეო და სურათები, რომლებშიც ასახულია, რომ იბომბება არა შენობები, არამედ გზები. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58