დაზღვევის კომპანია ქართუ რუსთავი 2-ს ფაქტის განზრახ დამახინჯებაში, ხოლო ეკა კვესიტაძეს ქარტიის პრინციპების დარღვებაში ადანაშაულებს

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 - 12:25

დაზღვევის კომპანია ქართუ ეკა კვესიტაძის მიერ ქარტიის პრინციპების დარღვევასა და რუსთავი 2-ს ფაქტის განზრახ დამახინჯებასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

"დაზღვევის კომპანია "ქართუ"-მ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოდან მიიღო პასუხი 2016 წლის 8 მაისს რუსთავი 2-ის ეთერში, ეკა კვესიტაძის გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. სიუჟეტი სათაურით , „ელიტური კორუფცია“, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ეხებოდა.

სს დაზღვევის კომპანია “ქართუ”-მ, ასოციაცია ატუსთან და “შპს GSF პარტნიორებთან” ერთად მიმართა ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს, რადგან სიუჟეტში ნახსენები სამივე ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრახ დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.

ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ დაადგინაა, რომ აღნიშნულ გადაცემაში ეკა კვესიტაძემ სს დაზღვევის კომპანია „ქართუ”-სთან დაკავშირებით დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5(შესწორება) და მე-11 პრინციპი (ფაქტის განზრახ დამახინჯება). რითაც დადასტურდა კომპანიის მიმართვის საფუძვლიანობა და ასევე რუსთავი 2-ის გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციის განზრახ დამახინჯების ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58