თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი 19 აპრილს იხსნება

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 - 12:16

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს გაიხსნება და 5 დღეს გასტანს. კვირეულის მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

12 აპრილს, 19:30-საათზე თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი გაიხსნება, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ გოგოები წარმოადგენენ. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის იქნება ხელმისაწვდომი 24 აპრილამდე.

თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. „თბილი სიო“ და ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს, რომელიც იქნება მულტიმედიური სახის და გააერთიანებს გამოფენას, პერფორმანსს, ინსტალაციებს და ვიდეო არტ. 20-23 აპრილს, ისტორიის მუზეუმი ქარვასლაში განთავსებული „მეიდან ჯგუფის“ საღონისძიებო სივცრეები გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს.

თბილისის ისტორიის მუზეუმში ქარვასლა 20 აპრილს მარიამ გვასალიას ჩვენებით გაიხსნება კვირეულის სამუშაო განრიგი, იმავე საღამოს კახაბერის პრეზენტაციაც მოეწყობა, დიზაინერი ანი დათუკიშვილი თავის კოლექციას უჩვეულო გარემოში, სკოლის სასწავლო ოთახებსა და დერეფანში მოაწყობა, 22 აპრილს ბრენდი LTFR მაყურებელს და ელექტორნული მუსიკის მოყვარულთ იპოდრომზე დაგეგმილ ღონისძიებაზე ეპატიჟება.

კვირეულის კულმინაცია იქნება დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენება რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით განახლებულ აღმაშნებელზე, ახალი ტფლისის საფეხმავლო ტერიტორიაზე გაიმართება. კვირეულის განრიგში ასევე აღმოაჩენთ პროექტს “იპოვეთ ქალი/ TROUVEZ LA FEMME / FIND THE WOMAN“, რომელიც არტსიტერიუმის ორგანიზებით 21 აპრილს 21 საათზე ქარვასლაში გაიმართება.

შემოდგომა/ზამთარი 2017 წლის სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: ELENNY - ელენე გიორგაძე, MIA დიზაინერი მია ფაილოძე, Laboratory The Window, ETHERE ACCESOIRE, Atelier 27, MARTA, გიორგი ტატანაშვილი, LIKEFORLIKA. კვირეულს ორი უკრაინული ბრენდი ეწვევა, Lara Quint და SAYYA, რუსული ბრენდი ZLATOSTUDIO, სომხური SONCESS და ლონდონში დაფუძნებული ბრენდი ZDDZ, რომლის ჩვენება/პრეზენტაციაც თბილისში კომპანია Ernst & Young-ის ოფისში გაიმართება.

კვირეულზე ჩვენებებს შორის და დახურულ წვეულებებზე მოეწყობა შამპანიურის LUCIANO დეგუსტაცია. თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს.

Impact hub Tbilisi-ში 20 აპრილს გაიმართება საუბარი თემაზე “Branding and Communication”, რომელსაც მარანგონის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები წარუძღვებიან. ასევე, ბლოგერი როზა სინაისკი, რომელიც Barneys NEW YORK, Vogue Italia, ELLE Russia ჟურნალისტია. ღონისძიების ბილეთების შეძენა შესაძლებელია 7 აპრილიდან www.biletebi.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები. ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს მრავალ გამოცემაში აისახება: VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper’s Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWD Japan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men’s UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, BURO 24/7, VOGUE Ukraine, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine და www.le21eme.com. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს (ე.წ. Buyers): Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al Duca D’acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London - ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით შედგა დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა. საქართველოში, ფაბრიკა „ევროტექს“-ში შეკერილი სამოსი, უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება. 2017 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე სილამაზის სალონი ART HOUSE და La Paris იზრუნებენ.

დაარსებიდან, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი იყო ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია. 14 სეზონის მანძილზე თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა: ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაიზარდა. კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს.

თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს, შეეძლება მასზე სრული ჩვენების გაკეთება, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. კვირეული მათ ფართო აუდიტორიას და სფეროს პროფესიონალებს გააცნობს. სამუშაო პროცესში მოხდება მონაწილეთა მკაცრი შერჩევა, მათი კოლექციების დახვეწა და განვითარება.

გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL ოფიციალური მასპინძელი – მეიდან ჯგუფი მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ოფიციალური კოსმეტიკა - MAC პარტნიორი: სილამაზის სალონი ART HOUSE და La Paris ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Marketer.ge, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, Luciano, „თბილი სიო“, სასტუმრო AMBASSADORI, ღვინის ქარხანა N1, BOXMEDIA GROUP, “Ernst & Young”, Sechste Autorisierte Schule AMIRANI, MUSEUM HOTEL. საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „Georgia Today”, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA” გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია "იმედი".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46