შინაური ცხოველები ბავშვებში ალერგიის რისკებს ამცირებს

სამშაბათი, 11 აპრილი, 2017 - 18:17

ბავშვები, რომლებიც  კატებთან ან ძაღლებთან ერთად იზრდებიან, სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა დიდი რაოდენობით აღენიშნებათ, რაც შემდგომში ამცირებს ალერგიისა და სიმსუქნის რისკებს.

კანადაში, ალბერტის უნივერსიტეტის  მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასეთი კატეგორიის ნაყოფისა და ბავშვების ნაწლავებში ყველაზე ხშირად გვხვდება Oscillospira და  Ruminococcus ბაქტერიები. მათგან პირველი  ამცირებს  სიმსუქნის ალბათობას, მეორე - ალერგიას, - წერს Microbiome.

კვლევის ავტორებმა  ათასამდე კანადელი ბავშვის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც  2009-2012 წწ  დაიბადნენ. შესწავლილი იქნა მათი  ფეკალური ნიმუშები, რამაც შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისა და სასარგებლო ბაქტერიების კავშირი აჩვენა. ბავშვებს, რომლებსაც შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა არ აქვთ, მათ ბევრად ნაკლები სასარგებლო ბაქტერიები ჰქონდათ.

მეცნიერები ამ ბაქტერიების ნაწლავებში მოხვედრას ვერ ხსნიან, თუმცა დაბადებამდე ეს შეიძლება მხოლოდ ლანცეტის მეშვეობით მოხდეს. მათი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, დაბადებამდე ნაყოფს სასარგებლო ბაქტერიები დედისგან გადაეცემოდეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42