პუტინს სირიის ქიმიურ თავდასხმაში დადანაშაულება 2003 წლის ერაყის მოვლენებს ახსენებს

სამშაბათი, 11 აპრილი, 2017 - 17:33

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის დადანაშაულება სირიაში ქიმიურ თავდასხმაში მოსაწყენია,  ყველამ იცის და  კარგად ხედავს მიმდინარე მოვლენებს.

პუტინის  თქმით, სირიაში ქიმიური თავდასხმის დაბრალების სიტუაცია 2003 წლის მოვლენებს ახსენებს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ერაყში სამხედრო კამპანია დაიწყო.

"ეს მოვლენები მაგონებს 2003 წელს, როდესაც უშიშროების საბჭოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა აჩვენეს ქიმიური იარაღი, თითქოსდა,,  ერაყში აღმოჩენილი. ამის შემდეგ დაიწყო ერაყში სამხედრო  კამპანია და  დასრულდა  ქვეყნის განადგურებით, გაზარდა ტერორისტული საფრთხე და გამოაჩინა "ისლამური სახელმწიფო" საერთაშორისო არენაზე" , - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პუტინის თქმით, მათ ასევე აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმება.

 "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რომ მსგავსი პროვოკაციები, მე სხვაგვარად  ვერ ვუწოდებ - მზადდება სირიის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის,  სამხრეთ  დამასკოში გარეუბანში, სადაც აპირებენ ზოგიერთი მსგავსი ნივთიერების გამოყენებას და  სირიის ოფიციალური ხელისუფლების დადანაშაულებას", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აპირებს მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა გამოიძიონ, იყო თუ არა გამოყენებული ქიმიური იარაღი და თუ იყო, ვისი მხრიდან.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.62
  • 3.09
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44