ვლადიმერ გროისმანი რუსეთს ვალის სანაცვლოდ იულია ტიმოშენკოს სთავაზობს

სამშაბათი, 11 აპრილი, 2017 - 17:00

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული "ნაფტოგაზი"  "გაზპრომთან" სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმეს წააგებს,  კიევი რუსეთს  ფულის ნაცვლად იულია ტიმოშენკოს სთავაზობს.

ასე უპასუხა  უკრაინის პრემიერ-მინისტრმა  ვლადიმერ გროისმანმა კიევში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, რა  რეაქცია ექნება უკრაინის ხელისუფლებას  "გაზპრომის" გამარჯვების შემთხვევაში.

მისივე თქმით,  რუსული გაზის უკრაინისთვის მიწოდების ხელშეკრულება ხელმოწერილია 2009 წელს ტიმოშენკოს მიერ, როდესაც ის უკრაინის მთავრობის მეთაური იყო.

ვლადიმერ გროისმანმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ  მომავალში რუსეთი იძულებული იქნება,  უკრაინას იმ ზარალის   კომპენსაცია გადაუხადოს, რაც ყირიმის ანექსიისა და დონბასში მიმდინარე  ბრძოლების  შედეგად მიადგა ქვეყანას.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45