მცხეთაში ევროკავშირის ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების“ პრეზენტაცია გაიმართება

სამშაბათი, 11 აპრილი, 2017 - 16:33

მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ მცხეთაში, 12 აპრილს, სასტუმრო Gino Wellness-ში (დავით აღმაშენებლის №37) ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობა“ ახორციელებს.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის ექსპერტები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მიწვეულები არიან ჟურნალისტები.

ღონისძიება, რომელიც  12:00 საათზე ევროკავშირის ინიციატივის პრეზენტაციით დაიწყება, რა დროსაც შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების, შემოქმედებითი სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვლევებისა და ასევე იმის შესახებ, თუ რა მეთოდიკა გამოიყენება სამოქმედო გეგმების შედგენისას. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია და სამუშაო ჯგუფებში შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხუთი სხვა რეგიონი და ქალაქი, ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობის“ ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონებში“ მონაწილეობისთვის შეირჩა.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო ქალაქებსა და რეგიონებში შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლება, მისი მონაწილეები მიიღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. შერჩეულ ქალაქებსა და რეგიონებში ჩატარდება მათი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების შესწავლა, ჩამოყალიბდება შემოქმედებითი სექტორის განვითარების გეგმები, უზრუნველყოფილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პოპულარიზაცია და პრომოუტირება და საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41