რუსთავი-ლილოს გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა

სამშაბათი, 11 აპრილი, 2017 - 15:26

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები  რუსთავის კლინიკაში  გადაიყვანეს, მათგან ორს  სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა თბილისის შემოვლით გზაზე, 43-ე კილომეტრზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი თეთრი ფერის „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მაღალი სიჩქარით მოძრაობა გახდა, რომლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა, რასაც რამდენიმე ავტომობილის შეჯახება მოჰყვა 

 მოძრაობა ამ დროისთვის თავისუფალია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ექვსივე ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან გაყვანილია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42