მერამდენედ უნდა გადაიყაროს გადასახადების გადამხდელების ფული - რა ხდება საზმაუში

სამშაბათი, 11 აპრილი, 2017 - 15:23

საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლაშა მესხი საზოგადოებრივ მაუწყებელში  ახალი ტენდერის გამოცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ნაცვლად,  იანვრის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ხარჯვა თითქმის ყოველდღიურად იზრდება.

"მერამდენედ უნდა გადაიყაროს გადასახადების გადამხდელების ფული „პროექტირების მენეჯმენტში?“ საზოგადოებრივი მაუწყებელი 80 000-ლარიან ტენდერს აცხადებს, იმისთვის რაშიც წინა მენეჯმენტმა ფული უკვე გადაიხადა. ეს არის „განახლებული“ ნიუსრუმის „პროექტირების მენეჯმენტი“. მოკლედ რომ ავხსნათ, „ულტრა თანამედროვე ნიუსრუმი“, რომელიც ზოოპარკსა და ტელევიზიას შორის მინი სტადიონზე უნდა აშენებულიყო, სავარაუდოდ, აღარ შენდება და საქმე გვაქვს კიდევ ახალ „პროექტირების მენეჯმენტთან“.

რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში? რატომ აქვს ყველაფერს იმ შეცდომების ელფერი, რის გამოც კოჰაბიტირებული მენეჯმენტი (ნაწილობრივ საკუთარ თავს), ნაწილობრივ - წინა მენეჯმენტს აკრიტიკებდა?.. დარწმუნებული ვარ, დენსა და გაზს რომ ვინმე გიძვირებდეთ, უფრო მეტად უკმაყოფილო იქნებოდით, ამ შენობაში კი წლებია თქვენი ფული „პროექტირების მენეჯმენტირდება“. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ მენეჯმენტის პირობებში, რომელიც თითქოსდა „საბიუჯეტო სახსრების ეკონომიისთვის“ გადაცემებს ერთიანად ხურავდა და „მასიურად“ აპირებდა ხალხის დათხოვნას", - აცხადებს  ლაშა მესხი "ჯეონიუსთან".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43