ძალოვანმა სტრუქტურებმა „თავისუფალი საქართველოს“ ახალქალაქის კომიტეტის წევრები გაიტაცეს და აწამეს

სამშაბათი, 11 აპრილი, 2017 - 13:03

ძალოვანმა სტრუქტურებმა „თავისუფალი საქართველოს“ ახალქალაქის კომიტეტის წევრები გაიტაცეს და აწამეს, - აცხადებენ „თავისუფალი საქართველოს“ პარტიაში. 

"2017 წლის 1-ლ აპრილს „თავისუფალი საქართველოს“ ახალქალაქის კომიტეტის თავმჯდომარის, პარლამენტის ყოფილი წევრის - მელიქ რაისიანის შვილები - აშოტ და კარლოს რაისიანები სუს-ის და სამცხე-ჯავახეთის შს სამმართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის დროს გაიტაცეს ახალქალაქიდან ყოველგვარი ბრალდების და დაკავების პროცედურების გარეშე.

ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ემუქრებოდნენს ჯერ მათ, ხოლო შემდეგ მათი ოჯახის წევრებს და ურჩევდნენ, რომ თუკი საქართველოში მშვიდი ცხოვრება სურთ „ჭკვიანად უნდა მოიქცნენ“. დაკავებული კარლოს რაისიანი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამეს ელექტროშოკით. 2 აპრილს დაკავებულები წარუდგინეს სასამართლოს, რომლებმაც სამართალდარღვევის არარსებობის გამო აშოტ რაისიანი გაამართლა, ხოლო კარლოს რაისიანი დააჯარიმა 250 ლარით „წინააღმდეგობის გაწევისთვის“ (პოლიცია 2-ვე შემთხვევაში ითხოვდა დაპატიმრებას). დაკავებულებს დღემდე არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური განმარტება თუ რა გახდა მათი დაკავების მიზეზი.

რეალურად რაისიანების წინააღმდეგ ძალოვან სტრუქტურებს გაუჩნდათ პრეტენზიები მას შემდეგ რაც მათ დაიწყეს კამპანია და მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის (წინა ადგილობრივ არჩევნებში „თავისუფალმა საქართველომ“ ახალქალაქში აჩვენა - 29% - ოპოზიციის მიერ საქართველოში ნაჩვენები საუკეთესო შედეგი). ბოლო პერიოდში განვითარებული სხვა მოვლენების კონტექსტში (ქალაქის ცენტრში რეჟიმის ოპონენტების დემონსტრაციული ცემა, ნარკოტიკების ჩადება, უკანონო გატაცებები და დაკავებები) იწვევს პირდაპირ ანალოგიებს და პარალელებს სააკაშვილის რეჟიმთან და მის მიერ შექმნილ ზონდერ-ბრიგადებთან.

განსაკუთრებით ამაზრზენია, როცა ივანიშვილის რეჟიმი მშობელზე ზეწოლისთვის აპატიმრებს მის შვილებს, რაც ბოლო დროს გავრცელებული ტენდეციაა და კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს არსებული რეჟიმის არაადამიანურ, უზნეო ხასიათს.

მივმართავთ სასამართლოს, შსს-ს, პროკურატურას, პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს, სახალხო დამცველს - სასწრაფოდ იქნეს შესწავლილი ზ/ა ფაქტი და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები.

აღსანიშნავია, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, შესაძლებელია ამოღებულ იქნეს სათვალთვალო კამერები, აგრეთვე მობილური სატელეფონო კომპანიების კუთვნილი ანძების ჩანაწერები, საიდანაც ადვილად დადგინდება, თუნდაც ის ფაქტი, რომ დაკავებას ადგილი ჰქონდა არა ახალციხეში, როგორც მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არამედ ახალქალაქი - ასპინძის გზატკეცილზე.

იმავდროულად საქმის კურსში ჩავაყენებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, რათა საერთაშორისო მასშტაბით დაიწყოს ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილების პროცესი. თუ უმოკლეს ვადებში არ იქნებიან დასჯილი დამნაშავეები, ვიტოვებთ უფლებას გავმართოთ საპროტესტო აქცია თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დღეებში", - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5