თბილისი მოდის კვირეულის მე-15 სეზონს უმასპინძლებს

სამშაბათი, 11 აპრილი, 2017 - 12:40

19 აპრილს თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეექვსედ უჭერს მხარს და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას.

თბილისის მოდის კვირეული 5 დღეს გასტანს და 24 აპრილს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც 18 ქართველი დიზაინერი აუდიტორიას საკუთარ ნამუშევრებს გააცნობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით მოდის კვირეულს დაესწრება მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაირები“) ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა: Harvey Nichols (Hong Kong) RIJOUX STORE (Tel-Aviv), Concept Store PORTA 9 (Russia), Al Duca D’acosta (Venice), United Legend (Strasbourg), Joseph Store (London), რომლებიც ქართველი დიზაინერების კოლექციებსა თუ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გაეცნობიან.

კვირეულის შოურუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - ლაზეთი, ვოგი და ლევანტო.

საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოში, შპს „ჯეო-ემ- ტექსში“ დიზაინერ მარიამ გვასალიას ჩვენებაც შედგა, რამაც მნიშვნელოვანდ შეუწყო ხელი ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის ცნობადობის ზრდასა და იტალიელ ბაიერებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები (ე.წ „ბაირები“) მუდმივად სტუმრობენ, რაც ქართველი დიზაინერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენასა და საფეიქრო ინდუსტრიით დაინტერესების ზრდას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59