უსინათლო ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ორშაბათი, 10 აპრილი, 2017 - 17:17

საქართველოს უსინათლო ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. კონტინენტის პირველობას 17 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.

უსინათლოთა ნაკრებს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძეც დაესწრო.

„ყველა თქვენგანს ვულოცავ ამ წარმატებას, ეს დიდი გამარჯვებაა! მსურს საქართველოს მთავრობის სახელით მოგილოცოთ წარმატებული თამაში. თქვენ ხართ ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამ ცხოვრებაში არაფერია დაუძლეველი, თუ მონდომებული ხარ და გიყვარს ის საქმე, რომელსაც ემსახურები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ შალვა მაისურაძეს, რომელთან ერთადაც წლის დასაწყისში დიდი გეგმები დავსახეთ და ნელ-ნელა სასურველ შედეგებსაც ვიღებთ. თქვენ ახალი ოლიმპიური ციკლის სათავეში დგახართ და მინდა გისურვოთ ტოკიოს პარალიმპიადის საგზურის მოპოვება, რაც გუნდური სახეობის წარმომადგენლებისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„დავეთანხმები ბატონ მინისტრს - თქვენი გამარჯვება ძალიან დიდი წარმატებაა და გილოცავთ, ამავდროულად კი ევროპის ჩემპიონატზე კარგ თამაშს გისურვებთ. თქვენ კარგი გუნდი ხართ და მინდა გისურვოთ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობისგან ყველანაირი მხარდაჭერა გვაქვს, რაც წინსვლის და წარმატების წინაპირობაა. სახელმწიფოს ძალისხმევით, იმედი მაქვს უსინათლო ფეხბურთელებისთვის ვარჯიშის პირობები თბილისის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიქმნება", - განაცხადა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა შალვა მაისურაძემ.

„ბიჭების თამაში მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ყველამ მაქსიმუმი გააკეთა და შედეგიც სასურველი მივიღეთ. კონკრეტულად არავის გამოვყოფ, ყველამ ძალიან კარგად ითამაშა", - განაცხადა უსინათლოთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი პაპოვმა.

გუნდის მომზადებაში მას ილია ხიპაშვილი ეხმარებოდა. ევროჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს 1-2 ადგილებზე გასული გუნდები იღებდნენ. შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა 7:0 სძლიეს ალბანეთს, რუმინელებს 5:0 მოუგეს, ირლანდიელებს კი 1:0. 1/2-ფინალში საქართველომ პენალტების სერიაში დაამარცხა საბერძნეთი, ფინალში კი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა რუმინეთს, ამჯერად შესუსტებული შემადგენლობით და 0:1 წააგო.

შესარჩევი ტურნირი რუმინეთის ქალაქ ბაკაუში გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით გიორგი ბასილაშვილი გახდა, ირაკლი მანდარია კი საუკეთესო მეკარედ დასახელდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41