თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათავისუფლებული უჩა ძოძუაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე დააბრუნეს

ორშაბათი, 10 აპრილი, 2017 - 16:06

საქალაქო სასამართლომ უჩა ძოძუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც თავდაცვის მინისტრის 18.05.2016 წლის #1666 ბრძანების ბათილად ცნობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი აღსრულების მიზნით ბათილად სცნო თავდაცვის მინისტრის 18.05.2016 წლის #1666 ბრძანება, რის საფუძველზეც უჩა ძოძუაშვილი 2017 წლის 22 მარტს დაუბრუნდა მის მიერ 18.05.2016 წლამდე დაკავებულ თანამდებობას", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45