ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს გივი ბერიკაშვილი გარდაცვალების გამო

ორშაბათი, 10 აპრილი, 2017 - 16:02

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს გივი ბერიკაშვილი გარდაცვალების გამო.

"დღეს ქართველ ხალხს დააკლდა მისი უდიდესი მოამაგე, ყველა თაობის საყვარელი მსახიობი, ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი - ბატონი გივი ბერიკაშვილი. ის ემოცია, რასაც გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული კინო როლები თუ თეატრში განსახიერებული პერსონაჟები გვგვრიდნენ, ყველა თაობისთვის დაუვიწყარია. გივი ბერიკაშვილი გააგრძელებს ცხოვრებას მის მიერ განსახიერებულ დაუვიწყარ პერსონაჟებში. ის ამაგი, რომელიც მან გასწია ქართული კინოს და თეატრის განვითარებაში, მუდამ დარჩება მისი ერთგული მაყურებლის მეხსიერებაში. ბატონი გივი დააკლდება არა მხოლოდ მის ოჯახს და ახლობლებს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კინო და სცენა. ვიზიარებ მისი ოჯახის, ახლობლებისა და მაყურებლის მწუხარებას", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45