ყოველწლიური 1 ლარის შენატანით, „მილიონების საქმეს“ გავუკეთებთ საკუთარ თავსაც და შვილებსაც - ქართული იურიდიული მეცნიერების გადასარჩენად ადვოკატი გიორგი მარიამიძე მეგობრებსა და თანამემამულეებს მიმართავს

ორშაბათი, 10 აპრილი, 2017 - 15:52

ყოველწლიური 1 ლარის შენატანით, „მილიონების საქმეს“ გავუკეთებთ საკუთარ თავსაც და შვილებსაც, - აცხადებს ადვოკატი გიორგი მარიამიძე  და ქართული იურიდიული მეცნიერების გადასარჩენად მეგობრებსა და თანამემამულეებს სოციალური ქსელით მიმართავს.

"მეგობრებო და თანამემამულენო! ამჟამად გაწუხებთ, არა იმიტომ, რომ ვინმეს უჭირს და მკურნალობისთვის თანხები ან სხვაგვარი დახმარება ესაჭიროება (ღმერთმა გვაშოროს ასეთი შემთხვევები), არამედ გაწუხებთ იმიტომ, რომ „ქართულ იურიდიულ მეცნიერებას უჭირს“, თან უჭირს ისე, რომ ის განადგურების პირასაა/

არსებობს ტერმინი „მარტივი კალკულაცია“ და სწორედ ამ მარტივი კალკულაციით დაგანახებთ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქართული იურიდიული მეცნიერება გადავარჩინოთ და ცოტათი მაინც განვავითაროთ, კერძოდ:

1) სულ მცირე 2000 ლარი თვეში და წელიწადში ჯამში 2400 ლარია საჭირო, რომ წელიწადში მინიმუმ 1 პრაქტიკული სახელმძღვანელო შეიქმნას. ანუ, წელიწადში ჯამში 24000 ლარია საჭირო, რომ წლის ბოლოს 1 იურიდიული სახელმძღვანელო მივიღოთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ 7-8 წელიწადში სამართლის კონკრეტული დარგის სრულყოფილი ანალიზი მოვახდინოთ, გაჯერებული სასამართლო პრაქტიკითა და სამართლის თეორიაში გავრცელებული მოსაზრებებით.

ა) რაც შეეხება ამ თანხების მოძიებას, საამისოდ საჭიროა სულ მცირე 2000 სტუდენტი, რომელიც თვეში 1 ლარს, ხოლო წელიწადში კი, 12 ლარს გადაიხდის ამ საქმისთვის. ამის სანაცვლოდ კი, ყოველი ასეთი სტუდენტი მიიღებს წიგნს (სულ მცირე 300-გვერდიან სახელმძღვანელოს) თვითღირებულების ფასად, ანუ, 6-7 ლარად. ანუ, რადგანაც ბაზარზე საშუალო დონის იურიდიული წიგნის ღირებულება საშუალოდ 15-20 ლარს შეადგენს, გამოდის, რომ სტუდენტი წინასწარ (ნელ-ნელა) იხდის წიგნის საფასურს და საბოლოო ჯამში 18-19 ლარად იძენს მაღალი ხარისხისა და დონის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, რომელიც მას პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ყველაფერთან ერთად, თითოეული ასეთი სტუდენტი დიდ წვლილს შეიტანს სამართლის განვითარებაში;

ბ) თანხების მოძიების მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს მაგ.: სულ მცირე 200 პრაქტიკოსი იურისტი, რომელთაგან თითოეული თვეში 10 ლარს და წელიწადში ჯამში 120 გადაიხდის. სანაცვლოდ ყოველი ასეთი პირი მიიღებს წიგნს თვითღირებულების ფასად, ანუ, 6-7 ლარად, რომელი წიგნიც მას ძლიერ დაეხმარება პროფესიულ საქმიანობაში. ამასთან, ის დიდ წვლილს შეიტანს სამართლის განვითარებაში;

გ) მესამე ვარიანტი შეიძლება იყოს ერთი ბიზნესმენი ან უბრალოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე „ფულიანი კაცი (ქალი)“, რომელიც თვეში 2000, ხოლო წელიწადში 24000 ლარს ჩადებს ამ საქმეში და ამით დიდად დაეხმარება ქართული იურიდიული მეცნიერების განვითარებას, რადგანაც, მოგეხსენებათ, რომ ყველანაირი ბიზნესი, მეტ-ნაკლებად, პირდაპირ კავშირშია სამართალთან და ძლიერი და სამართლიანი კანონებისა და სასამართლოს პირობებში, „ბიზნესის კეთებაც ბევრად ადვილი და უსაფრთხოა“!

2) იგივე პრინციპით, სულ მცირე 3000 ლარი თვეში და წელიწადში ჯამში 36000 ლარია საჭირო რომ წელიწადში მინიმუმ 2 პრაქტიკული იურიდიული სახელმძღვანელო შეიქმნას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ 5-6 წელიწადში ამოვწუროთ სამართლის კონკრეტული დარგის კვლევა და ანალიზი. თანხების მოძიების ვარიანტები და პირობები აქაც იგივეა შესაბამისი პროპორციულობით!

3) იგივე პრინციპით, სულ მცირე 5000 ლარი თვეში და წელიწადში ჯამში 60000 ლარია საჭირო, რომ წელიწადში 3 იურიდიული სახელმძღვანელო შეიქმნას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ 3-4 წელიწადში ამოვწუროთ სამართლის კონკრეტული დარგის კვლევა და ანალიზი. თანხების მოძიების ვარიანტები და პირობები აქაც იგივეა შესაბამისი პროპორციულობით!

მეგობრებო და თანამემამულენო, საქართველოში სულ მცირე 4000 პრაქტიკოსი ადვოკატია, 50000 სახელმწიფო მოხელე, ჯამში 20000-დე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი პირია, ვისაც რაღაც დოზით მაინც აქვს შეხება სამართალთან და შესაბამისად, ისევ და ისევ „მარტივი კალკულაციით“ რომ ვიხელმძღვანელოთ, თუ ყეველა ეს ადამიანი გაერთიანდება ამ საყოველთაო საქმისთვის, თითოეული ჩვენთაგანის ყოველწლიური შენატანი ამ საქმეში „1 ლარს“ არ ასცდება, შედეგად კი, „მილიონების საქმეს“ გავუკეთებთ საკუთარ თავსაც და შვილებსაც!

ჩვენ, რიგითმა ქართველებმა, უნდა შევიგნოთ და გავითავისოთ, რომ, არა თანამდებობებზე დროებით და შემთხვევით მოკალათებული ჩინოვნიკები, არამედ ჩვენ, ხალხი, უნდა ვიყოთ ჩვენი მომავლის დამკვეთნიც და შემოქმედნიც. ამისთვის კი, არა სახელმწიფო ბიუჯეტის იმედზე ყოფნა (რომელზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება), არამედ საკუთარ ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ჩვენი (ანუ, ქართული) საქმის ჩვენი (ანუ, ქართული) ფულით კეთებაა საჭირო!

მე მესმის, რომ საქართველოში დღეს ბევრ ადამიანს „ლუკმა პური ენატრება“ და „მეცნიერებისთვის და მისი განვითარებისთვის“ არავის ცხელა, თუმცა, საყოველთაო პრაქტიკა ცხადყობს, რომ „მეცნიერების განვითარებამ“ შეიძლება დღეს „ლუკმა პური არ მოგცეს“, თუმცა ხვალ და ზეგ „აუცილებლად მოგიტანს ხვავსა და ბარაქას“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი მარიამიძე

ვისაც სურვილი გაუჩნდება ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებისა, მიწერეთ გიორგი მარიამიძეს  ფეისბუქ-გვერდზე George Mariamidze ან ელ-ფოსტაზე: ge.mariamidze@yahoo.com, ან დაუკავშირდით ნომერზე 595-485822.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42