„ბანკი რესპუბლიკის“ ბარათების თიბისის ბარათებით ჩანაცვლების ვადა 6 მაისს იწურება

ორშაბათი, 10 აპრილი, 2017 - 12:02

„ბანკი რესპუბლიკის“ ბარათები მომხმარებლებმა თიბისი ბანკის ბარათებში უნდა გადაცვალონ. ამისათვის მათ დრო 6 მაისამდე აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ბარათების გადაცვლა ამ დრომდე არ განხორციელდა, 6 მაისის შემდეგ „ბანკი რესპუბლიკის“ ბარათების მოხმარება შეუძლებელი იქნება.

ეს ცვლილება თიბისი ბანკისა და „ბანკი რესპუბლიკის“ გაერთიანების გამო ხორციელდება. პროცესის დასრულება სწორედ 6 მაისს მოხდება. ბარათების გადაცვლას მომხმარებელი უფასოდ შეძლებს. ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში“ უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი თიბისი ბანკში, რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის“ ფილიალებიდან შეუძლიათ.

ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის ქოლცენტრს 2 27 27 27.

„ბანკი რესპუბლიკის“ ბარათები თიბისი ბანკის იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშავს, რომ მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, ყოფილი რესპუბლიკის ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს თიბისი ბანკში, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს თიბისი ბანკში. ბარათების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი რიგების თავიდან ასაცილებლად, თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს კლიენტებს, რომ მაქსიმალურად დროულად მიმართონ ფილიალებს საკუთარი ბარათების ასაღებად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58