თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება

ორშაბათი, 10 აპრილი, 2017 - 11:32

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი 10 აპრილს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი დაიწყებს მუშაობას.

ფორუმს საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაკან ილდემი გახსნიან.

2017 წლის ნატოს დღეები ნატო- საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმით დასრულდება. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები მიიღებენ.

კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლი, რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები, ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობა თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში. ფორუმი საქართველოში მეორედ იმართება და 11 აპრილს დაიხურება.

ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47