„იმედის კლინიკის“ ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა

, 09 აპრილი, 2017 - 13:38

სამშობიარო „იმედის კლინიკის“ ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო.

პედიატრიულ საავადმყოფოში ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ყველა სამედიცინო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.

სამშობიარო სახლისა და პედიატრიული საავადმყოფოს შერწყმით „იმედის კლინიკა“ დედათა და ბავშვთა მრავალპროფილიან სამედიცინო მომსახურების სტაციონარად გარდაიქმნება. განახლებული „იმედის კლინიკა“ 135 საწოლზეა გათვლილი და უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. კლინიკაში 265 თანამშრომელი, ამათგან 20-მდე მედიცინის დოქტორია დასაქმებული.

„იმედის კლინიკას“ საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ადგილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომისშემდეგომ სწავლებას გადიან.

მრავალპროფილიანი პედიატრიული კლინიკა დიდ დიღომში პირველია. ის ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი