პრეზიდენტი მართალია, ქართული სასამართლო ღრმა კრიზისშია - ირაკლი ღლონტი

შაბათი, 08 აპრილი, 2017 - 22:32

პარტია ,,რეფორმატორების’’ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი ეხმაურება პრეზიდენტის მოსაზრებას სასამართლო ხელისუფლების კრიზისში ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, გაუგებარია მთავრობის წევრთა ერთხმაში აწყობილი კრიტიკა პრეზიდენტის ამ ხედვასთან დაკავშირებით.

"მსურს გამოვეხმაურო პრეზიდენტის შეფასებას, რომლითაც მან სასამართლოს კრიზისში ყოფნას ფაქტს გაუსვა ხაზი. მთავრობის წევრებისგან განსხვავებით მე არ გამიჩნდა პროტესტი ამ შეფასების ნაწილში, უფრო მეტიც ძალიან გამაკვირვა მთავრობის წევრების ერთხმაში გამოხატულმა კრიტიკამ და სასამართლო ხელისუფლების ,,დაცვის’’ სურვილმა.

სასამართლო კრიზისში იყო და არის ახლაც. განსაკუთრებულ ზეწოლას ეს ინსტიტუცია განიცდიდა წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა ამ უმნიშვნელოვანესი ხელისუფლების თავისუფლების დაბალ ხარისხზე მეტყველებს, თუნდაც ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომელიც უდიდეს დარტყმას მიაყენებდა ქართულ დემოკრატიას, რომ არა ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევა და სტრასბურგის გადაწყვეტილება.

სასამართლოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოლეგია გაცილებით თავისუფალია, ვიდრე გუშინ, თუმცა კრიზისში ყოფნა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას და წნეხს არ გულისხმობს.

ვითომ რეფორმაგავლილი სასამართლო სისტემა, დღესაც კორუფციულია და ამას განაპირობებს საქმისწარმოების და საქმეების განაწილების ელექტრონული სისტემის არ არსებობა. არც ერთ ხელისუფლებას არ სურდა კორუფციული მექანიზმების აღკვეთა ამ სისტემაში, სწორედ ამიტომ, არ შეიქმნა საქმეების გადანაწილების ელექტრონული ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტის დანერგვის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლება ვეღარ შეძლებდა წინასწარ კომპრომატირებული მოსამართლეების გამოყენებას კანონგარეშე ინტერესების გასატარებლად, რადგან ამ ინსტრუმენტის საშუალებით წინასწარ ვერავინ ვერ შეძლებდა იმის გარკვევას, თუ რომელ მოსამართლეს დაეწერებოდა საქმე განსახილველად.

კრიზისზე ასევე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქმეების განხილვა ჭიანურდება ხანგრძლივ დროში და ამ პრობლემის მთავარი მიზეზი საქმეების სიმრავლეა. დაახლოებით 400 საქმე აქვს თითოეულ მოსამართლეს განსახილველი და მთლიანად დაკარგული აქვთ შემოქმედებითი უნარი. ეს არ არის მოსამართლეებიდან გამომდინარე პრობლემა, ამ პრობლემის სათავე მოსამართლეთა სიმცირეში უნდა ვეძებოთ. კრიზისზე მეტყველებს მოსამართლეთა კორპუსში მოქმედი საჯარო მოსამსახურეების დაბალკვალიფიციურობის მაღალი მაჩვენებელი. პირადად მე, ბევრჯერ მქონია კომუნიკაცია კანცელარიის და მოსამართლის თანაშემწეებთან, რომლებიც დაბალი კვალიფიკაციის გარდა, ხშირად ავლენენ აგრესიულ და საჯარო მოსამსახურისთვის მიუღებელ ხასიათს, რაც თავის მხრივ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს მოქალაქეებში და არსებითად ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს.

კრიზისზე ასევე მეტყველებს ბიზნეს დავებთან დაკავშირებული დაბალი კვალიფიკაციის დონე იგივე მოსამართლეთა კორპუსში. იშვიათია შეხვდე მოსამართლეს, რომელსაც კარგად ესმის მეწარმე სუბიექტის ენა და სამეწარმეო კანონმდებლობის და სხვა მარეგულირებელი აქტების გარდა სწორად ფლობს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ-პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციას. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია დროის ხანგრძლივობასთან ერთად, რის გამოც ჩვენი ბიზნეს სექტორი ნაკლებად მიმართავს დავის განხილვისთვის სასამართლოს და იძულებულია დაეთანხმოს იგივე ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში მყოფი სსიპ-ის ხშირად უკანონო და ალოგიკურ სანქციებს, რაც თავისთავად არასახარბიულო პირობებში აყენებს მეწარმე სუბიექტებს.

ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ გუშინდელი პოლიტიკოსების სასამართლო სისტემაში მოსამართლეებად განმწესების არამართლზომიერებაზეც, რომლებიც სულ რაღაც ერთი წლის წინ ილია ჭავჭავაძეს ადარებდნენ ბატონ ივანიშვილს.

აბსოლუტურად ვიზიარებ პრეზიდენტის შეფასებას, რომ სასამართლო კრიზისშია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მოსამართლეთა კორპუსში კორუმპირებული და კომპრომატირებული მოსამართლეების გარდა გვყავს ღირსეული და კვალიფიციური მოსამართლეები, რომლებმაც არაერთგზის გამოიჩინეს პრინციპულობა და შეინარჩუნეს ღირსება და პროფესიონალიზმი. ჩემი ღრმა რწმენით ისინი მოთმინებით ელოდებიან დროს, როცა სასამართლო მთლიანად გაიწმინდება კორუფციული ბერკეტებისგან და კორუმპირებული კოლეგებისგან, ვინაიდან, სწორედ მათი კანონგარეშე საქმიანობის გამო ზიანდება ამ ინსტიტუტის იმიჯი", - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43