ეგვიპტეში ორ ქრისტიანულ ტაძარში მომხდარი ტერაქტის შედეგად ათობით ადამიანია დაღუპული

, 09 აპრილი, 2017 - 21:16

ეგვიპტეში ორ ქრისტიანულ ტაძარზე თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 42 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ტანტის წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 27 ადამიანი, ხოლო ალექსანდრიის წმინდა მარკოზის სახელობის ქრისტიანულ ტაძართან მომხდარ თავდასხმას 15 ემსხვერპლა. სხვადასხვა დაზიანებები  ასამდე ადამიანმა მიიღო.

თავდასხმისას ალექსანდრიის წმინდა მარკოზის სახელობის ქრისტიანულ ტაძარში სრულიად აფრიკისა და ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე იმყოფებოდა.  ისინი არ დაშავებულან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46