სხვისი მიწა-წყლის მიმტაცებელი ხალხი, თავად დაჰკარგავს საკუთარს - ჯუმბერ კირვალიძე

, 09 აპრილი, 2017 - 14:43

სხვისი მიწა-წყლის მიმტაცებელი ხალხი, თავად დაჰკარგავს საკუთარს, - აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით. 

"დღემდე, საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს ორ პრინციპს: "სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობას" და "ერის თვითგამორკვევას". რუსები მზაკვრობენ და ყოველთვის ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ უნდათ, რომ მოირგონ "მცირერიცხოვანი ერების მფარველის მანტია"! საქმე ის არის, რომ - ერის თვითგამორკვევა უნდა მოხდეს ამ ერის ისტორიულ ტერიტორიაზე და არა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ეს ხალხი წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას! - ანუ, ე.ი. ოსი ხალხის თვითგამორკვევა (თუ მათ "ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა" სურთ!) უნდა მოხდეს მათ ისტორიულ სამშობლოში - ოსეთში, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს და ამჟამად, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას სახელწოდებით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის! ოსებს, სრული უფლება აქვთ, რომ "ერის თვითგამორკვევის" პრინციპიდან გამომდინარე, საკუთარ, ისტორიულ სამშობლოში მოითხოვონ გასვლა რუსეთის ფედერაციიდან! მაგრამ, საქმე ის არის, რომ ოსებმა კარგად იციან, თუ რით დამთავრდა ჩეჩენი ხალხის თვითგამორკვევა, - რუსეთთან ორი ომით და ორასი ათასზე მეტი დაღუპული ჩეჩენით! ამიტომ, ოსებმა, რომლებიც საქართველოს შემადგენლობაში ე.წ. "სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ცხოვრობენ", მოისურვეს, რომ რუსების შეგონებით და დახმარებით, - "ოსი ერის თვითგამორკვევა მოახდინონ" - საქართველოს სახელმწიფოს (ისტორიულ!) ტერიტორიაზე!..

2008 წლის 26 აგვისტოს, აგრესორი დ ოკუპანტი რუსეთის მიერ საქართველოს ორგანული ნაწილის ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარების" მთავარი არგუმენტი იყო, სწორედ - "ოსი ხალხის უფლება თვითგამორკვევაზე", რითაც რუსეთმა უხეშად ხელყო საერთაშორისო სამართალის ფუძემდებლური პრინციპი "სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული ურღვევობის" შესახებ! დიახ, რუსეთს საქართველოში მცხოვრები ოსი ეროვნების ეთნიკური უმცირესობის მეშვეობით ახდენს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიას!!..

დადგება დრო და რუსებს მოუწევთ საქართველოს ტერიტორიების დატოვება, მაგრამ, აი, ოსები რას იზამენ, იმის შემდეგ, რასაც ისინი დღეს სჩადიან ქართველების მიმართ? როგორღა შეძლებენ ოსები, საქართველოსთვის დაბრუნებულ ტერიტორიაზე ქართველებთან ერთად თანაცხოვრებას, ამაზე თუ ფიქრობენ ისინი? ეს კი არადა, იმდენად აუგ და ბოროტ საქმეს სჩადიან ოსები, რომ რუსეთის ფედერაციის დაშლის შემთხვევაში, საკუთარ ისტორიულ სამშობლოში ჩრდილო კავკასიაში, იქაც კი ისპობენ შანსს, რათა თვითგამორკვევა შეძლონ და დამოუკიდებლობა მოიპოვონ, რადგანაც სხვისი ტერიტორიების მიმტაცებელი ხალხი მეზობლებისგან დაისჯება და თავად დაჰკარგავს საკუთარ მიწა-წყალს", - აცხადებს კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44