პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

, 09 აპრილი, 2017 - 13:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ახდება ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ, პარლამენტთან შეკრებილ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ და საქართველო იქნება დამოუკიდებელი და გამთლიანებული.

„989 წლის 9 აპრილი უკავშირდება ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, ხოლო 1991 წლის 9 აპრილი უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ მსხვერპლად მიიტანა ამ იდეისთვის ბრძოლაში სხვადასხვა თაობის არაერთი ადამიანის სიცოცხლე. ამ მოვლენიდან 2 წლის თავზე, 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და შემდეგ 9 აპრილს უკვე დადასტურდა საპარლამენტო გადაწყვეტილებით. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ, აქ მყოფ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ოცნება ახდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45