ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

, 09 აპრილი, 2017 - 11:56

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია, მათი გმირობა თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ ამ მაგალითით უნდა ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ ნებისმიერ სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე კომენტარი პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამაც გააკეთა.

„დღეს ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ადგილიდან რამდენიმე ასეულ ნაბიჯში ვცხოვრობ და უშუალო მონაწილე ვიყავი იმ ამბების. სწორედ ამიტომ მოვედი ჩემს შვილებთან ერთად, რომელთა ტოლიც მაშინ ვიყავი, როცა ეს მოვლენები ვითარდებოდა. როგორც არასდროს, იმ პერიოდში მთელი საქართველო იყო ერთიანი და ერთი მიზნისკენ მიისწრაფოდა. იმედი მაქვს, ჩვენ, ქართველები, საქართველოს მოქალაქეები დღესაც, როდესაც მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ, ვიპოვით ძალას და მოვახერხებთ ისეთივე კონსოლიდაციას, როგორიც რამდენიმე ათეული წლის წინ გვქონდა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც შეამკეს.

 9 აპრილის სისხლიანი მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცების მიერ სასტიკად იქნა დარბეული. სისხლიან აქციას 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42