შსს-ს არქივმა 9 აპრილთან დაკავშირებული უნიკალური საარქივო მასალა გაასაჯაროვა

, 09 აპრილი, 2017 - 11:44

შსს-ს არქივმა 9 აპრილთან დაკავშირებული უნიკალური საარქივო მასალა გაასაჯაროვა შსს-ს არქივმა წიგნი - ,,9 აპრილი“ გამოსცა. პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა.

წიგნის საშუალებით პირველად გასაჯაროვდა საქართველოს სსრ-ს უშიშროების კომიტეტისა და პარტიული არქივის ფონდებში დაცული მასალები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, ასევე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ თბილისიდან მოსკოვში და მოსკოვიდან თბილისში გაგზავნილი დაშიფრული დეპეშები, პლენუმისა და ბიუროს სხდომის და საგაზეთო ფონდის მასალები.

პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეები, ისტორიკოსები, მკვლევარები, სტუდენტები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

პრეზენტაციის დასასრულს, 9 აპრილთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42