9 აპრილის ტრაგედიიდან 28, ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 26 წელი გავიდა

, 09 აპრილი, 2017 - 11:34

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, სისხლიანი დარბევისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღია. ამ დღეს ტრაგედიიდან 28 წელს და დამოუკიდებლობის გამოცხადების 26 წლისთავს აღნიშნავენ.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია სასტიკად იქნა დარბეული საბჭოთა არმიის სპეციალური სადესანტო შენაერთის მიერ, რის შემდეგ თბილისში გამოცხადდა საკომენდანტო საათი. სადესანტო შენაერთმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ორლესული სასანგრე ნიჩბები, მომწამლავი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი.

სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე. დაპატიმრებულ იქნენ აქციის ორგანიზატორები, მათ შორის, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გიორგი ჭანტურიას, ირაკლი ბათიაშვილის, ირაკლი წერეთლისა და სხვების ხელმძღვანელობით, მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. აქციებს წინ უსწრებდა 1989 წლის 18 მარტს გამართული ე. წ. „ლიხნის ასამბლეა“, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვეს.

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გმირების პატივსაცემად, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45