ამერიკამ გულუხვი საჩუქარი გაუკეთა ისლამურ სახელმწიფოს - რამზან კადიროვი

შაბათი, 08 აპრილი, 2017 - 16:46

 სირიაში საჰაერო ბაზაზე აშშ-ს სარაკეტო თავდასხმას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტერორისტებისთვის "გულუხვ საჩუქარა" უწოდებს.

ამის შესახებ კადიროვი Instagram-ზე წერს.

"აშშ-მ სარაკეტო თავდასხმები განახორციელა სირიაში. არის მსხვერპლი. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ "ეს უნდა იყოს ძლიერი სიგნალი არა მხოლოდ დამასკოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის". ეს არის საფრთხე! ამერიკა არ აღიარებს საერთაშორისო სამართალს... აგრესიის მიზეზად ამერიკა ქიმიურ თავდასხმას ასახელებს, მაგრამ სად არის მტკიცებულება, რომ ეს იარაღი გამოყენებული იყო ალ-ასადის ბრძანებით? რატომ გამოიყენებდა ასადი ახლა ქიმიურ იარაღს, როდესაც  ყველაზე კრიტიკულ პერიოდში არ გამოუყენებია. რას მოიგებდა ამით ასადი? მან იცის, რომ მთელი მსოფლიო დაგმობდა ამ ნაბიჯს, იცის, რომ მკაცრი ზომები მოყვებოდა.

ახლა, რაც შეეხება აშშ-ს ქმედებებს. მათი  სამხედრო ხომალდებიდან გაშვებულმა რაკეტებმა დაღვარა უდანაშაულო ადამიანების სისხლი და  გულუხვი საჩუქარი გაუკეთა ისლამურ სახელმწიფოს - დაქანცულმა ასადის არმიამ დაკარგა ათამდე თვითმფრინავი,  ტერორისტებს  გზა გაეხსნა. აშშ-ს არასოდეს მოუტანია მშვიდობა და თავისუფლება ხალხისთვის. მათი ბრალია მილიონობით ვიეტნამელის სიკვდილი,  ავღანელების, ერაყელების, ლიბიელების. მათ დაბომბეს ჰიროსიმა და ნაგასაკა. მაგრამ მსოფლიო ვერ ბედავს აშშ-ის  წინააღმდეგ ხმის ამოღებას. ყველა ჩუმადაა ან "სინანულს" გამოთქვამენ...

რუსეთის შეიარაღებული ძალები სირიაში კანონიერად იმყოფებიან. რუსეთმა  მარტო შეძლო ის, რაც ვერ შეძლო კოალიციის  ქვეყნებმა - დაასუსტა ისლამური სახელმწიფო,  დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი, ათავისუფლებს ქალაქებს, ეხმარებიან მოსახლეობას. ამ სიტუაციაში საჭიროა ჩვენი ხალხის ერთიანობა,  რუსეთის მტრები  ცდილობენ  შიგნიდან ქვეყნის არევას, ქაოსისა და კონფლიქტის გამოწვევას...

სისხლიანი თავდასხმა სანკტ-პეტერბურგში, პირველ რიგში, მიზნად ისახავდა პანიკის გამოწვევას და ქალაქის  პარალიზებას...

ნატო არასოდეს იქნება კმაყოფილი, სანამ არსებობს ძლიერი რუსეთი. მოგვიწევს ამ დიაგნოზით ცხოვრების გაგრძელება", - წერს კადიროვი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58