ტრამპმა სირიაში სერიოზული დარტყმა მიაყენა პუტინის ავტორიტეტს და რას აკეთებს ამ დროს "მუხლებზე დაჩოქილი" პრეზიდენტი? - ანდრეი პოინტკოვსკი

შაბათი, 08 აპრილი, 2017 - 12:27

რუსი პოლიტოლოგისა და პუბლიცისტის ანდრეი პოინტკოვსკის განცხადებით,  ტრამპის ქმედებებმა სირიაში სერიოზული დარტყმა მიაყენა  პუტინის ავტორიტეტს და რას აკეთებს ამ დროს "მუხლებზე დაჩოქილი" პრეზიდენტი?  მისი  მოკავშირე ასადის დაცვის ნაცვლად, ამ საჰაერო ბაზიდან საკუთარი სამხედროები გამოყავს.

 "ტრამპი სირიაში ძალიან დიდ რისკზე წავიდა  - ბირთვულ ძალას, რუსეთის სახით დაუპირისპირდა.  რუსეთმა კი იქვე წააგო.  პუტინმა  უკან დაიხია და ბევრად უფრო სამარცხვინოს მოიქცა, ვიდრე ხრუშჩოვი 1962 წელს.  ხრუშჩოვმა  საბჭოთა რაკეტები კუბიდან გამოიტანა, თუმცა სანაცვლოდ, თურქეთიდან აშშ-ს რაკეტები გაიტანეს. ვლადიმერ პუტინი კი შეშინდა, არ წავიდა ესკალაციაზე და შეეშინდა ამერიკელებთან პირდაპირი კონფრონტაციის. ტრამპმა  სირიაში მთელი მსოფლიოს  თვალწინ, პუტინი გაშოლტა ", - ამბობს პიონტკოვსკი.

პოლიტოლოგი  ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინდელ პრეზიდენტს ხუთი წლის წინ იგივე ნაბიჯი რომ გადაედგა, სირიაში არ იქნებოდა ასეთი კრიტიკული  სიტუაცია.

"როდესაც ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, მაშინ წარმოუდგენელი რამ მოხდა,  აშშ-ის პრეზიდენტი პრესკონფერენციით და აღშფოთებით შემოიფარგლა.  ტრამპმა კი სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება ასადის მიმართ. იგივე რომ  ხუთი წლის წინ ობამას გაეკეთებინა,  დღეს აღარ იქნებოდა  ათასობით გარდაცვლილი და მილიონობით დევნილი სირიიდან", - აცხადებს პიონტკოვსკი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43